რუბრიკები
სოკოს ცხარე სალათა
ინგრედიენტები: სოკო 500 გ ზეითუნის ზეთი 50 მლ ნიორი 3 კბილი მწარე წითელი წიწაკა 1 ლიმონის წვენი 3 ს.კ მარილი ოხრახუში მომზადების წესი: სოკო გარეცხეთ, შეაშრეთ და დაჭერით. ნიორი წვრილად დაჭერით. წიწაკას ამოაცალეთ თესლი და თხელ რგოლებად დაჭერით. ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და მოშუშეთ წიწაკა ნიორთან ერთად. დაამატეთ სოკო და განაგრძეთ შუშვა დაახლოებით 5-6 წუთი. გადმოიღეთ ცეცხლიდან და დაამატეთ ლიმონის წვენი, ოხრახუში, მარილი. გადაიტანეთ თეფშზე და მიირთვით თბილი.
Print