რუბრიკები
რეიჩელს კოლინ ფარელსა და ვინს ვონთან ერთად მოუწევს თამაში

“ნამდვილი დეტექტივის” მეორე სეზონის მთავარი როლის შემსრულებლები უკვე შეირჩა. მათ შორის უკანასკნელი რეიჩელ მაკადამსი აღმოჩნდა, რომელმაც ქალის მთავარი როლი ყველა სხვა სავარაუდო შემსრულებელს ჩამოართვა. როგორც უკვე გაცნობეთ, რეიჩელს კოლინ ფარელსა და ვინს ვონთან ერთად მოუწევს თამაში.

სანამ ინფორმაცია ოფიციალური გახდებოდა, ქალის მთავარ როლზე სხვადასხვა მსახიობს მოიაზრებდნენ. მათ შორის ახსენებდნენ ჯესიკა ბიელს, მალინ აკერმენს, კირა ნაიტლისა და სხვებს. HBO-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ცნობილია, რომ რეიჩელი მონაწილეობას აპირებს ფილმში “ელფერი”, რომელიც კათოლიკური ეკლესიის სკანდალზე მოგვითხრობს. არავინ იცის, მოასწრებს თუ არა მაკადამსი ორ ფრონტზე ბრძოლას და შეძლებს თუ არა ორი კურდღლის ერთად დაჭერას.

 “ნამდვილი დეტექტივის” მეორე სეზონის პირველ ორ სერიას ჯასტინ ლინი გადაიღებს. სცენარს კი, ისევ და ისევ, ნიკ პიცოლატო დაუბრუნდება.

Print