რუბრიკები
საქართველოს ხელისუფლებამ სოხუმს 2 რეანომობილი აჩუქა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მიმდინარე წელს სახელმწიფომ სოხუმს საჩუქრად გადასცა ორი რეანომობილი, რომლის საცალო ღირებულება, ხუნდაძის თქმით, 100 000 ლარამდეა. "ჩვენი შიდა კომუნიკაციების მეშვეობით ადგილობრივ სამინისტროსთან, შევიტყვეთ, რომ დაახლოებით ნახევარი წლის წინ სოხუმის სიახლოვეს პაციენტის შიდა გადაყვანასთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა. როგორც აღმოჩნდა, მათ არ ჰქონდათ რეანიმაციული მანქანები. ჩვენ დახმარება შევთავაზეთ, თუკი მიიღებდნენ ისინი. საბოლოოდ, ორმხირვად სარგებლიანი კომუნიკაცია შედგა და ჩვენი მზადყოფნა უკვე რეალური ქმედებით დავუდასტურეთ - ორი თანამედროვე რეანომობილი გადავეცით,"-აცხადებს ხუნდაძე. სოხუმისთვის რეანომობილების გადაცემაზე აფხაზური მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.

 პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის გაცხადებით, "ოკუპირებულ ზოლთან ორი დიდი პროექტია დაწყებული."

როგორც ხუნდაძე ამბობს,ზუგდიდს რაიონ სოფელ რუხში 220 საწოლიანი მრავალპროფილური საერთაშორისო სტანდარტების მქონე კლინიკა და ტყვიავში სასწრაფო გადაუდებელი მომსახურების კლინიკა შენდება."ორივე კლინიკა მოემსახურება როგორც საოკუპაციო ზოლს აქეთ, ასევე ზოლს იქით მცხოვრებ მოსახლეობას,"- აცხადებს ხუნდაძე.

Print