რუბრიკები
ხაჭოს და ყავის ტორტი
ინგრედიენტები: მზა ბისკვიტი ნაღები 35 % 300 გ ხაჭო 450 გ ვანილი ყავა 50-60 მლ ჟელატინი 10 გ მომზადების წესი: მოადუღეთ ყავა. ჟელატინი დაალბეთ ცოტა წყალში. ხაჭო გაატარეთ საცერში და შეურიეთ ნაღები. თუ მეტად ტკბილი გიყვართ, შეგიძლიათ შაქარი დაამატოთ გემოვნებით. გაფუებულ ჟელატინს გადაუწურეთ ზედმეტი წყალი და გაადნეთ დაბალ ცეცხლზე, არ აადუღოთ. ჩაამატეთ ნაღებიან ხაჭოს, შეურიეთ ვანილი და კარგად ათქვიფეთ. 22 სმ დიამეტრის გვერდებ მოსახსნელ ფორმას ჩაუფინეთ კულინარიული ცელოფანი. ჩადეთ ბისკვიტი, დანამეთ ყავით, დაასხით კრემი და შედეთ მაცივარში გამაგრებამდე. შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან, მოაციელთ ცელოფანი და მორთეთ სურვილისამებრ. ბისკვიტი უნდა იყოს დაბალი, 1.5-2 სმ სისქის. თუ უფრო მაღალია, შეგიძლიათ გადააკეთოთ ამგვარად: გაჭრათ შუაზე, ქვედა ფენა ჩადოთ ფორმაში, დაასხათ კრემი, დაადოთ ზედა ფენა. შემდეგ მორთოთ შოკოლადით ან რითაც გნებავთ, სურვილის მიხედვით.
Print