რუბრიკები
დინ ოგორმენი კირკ დუგლასს განასახიერებს
“ტრამბომ” თავისი კირკ დუგლასი მონახა! დინ ოგორმენი, რომელიც “ჰობიტში” ფილის როლის შემსრულებელია, ბიოგრაფიულ სურათში “დალტონ ტრამბო” ლეგენდარულ მსახიობს განასახიერებს. ფილმში ბრაიან კრენსტონიც მონაწილეობს. ეს უკანასკნელი იქნება სცენარისტი, რომელიც “ჰოლივუდის” ოქროს წლებში კომუნისტურ პარტიასთან სავარაუდო კავშირის გამო დაბლოკეს. ახალ ნამუშევარში ჯონ უეინის როლს დევიდ ჯეიმს ელიოტი შეასრულებს. მაიკლ სტალბერგი ედუარდ რობინსონად მოგვევლინება. დაიან ლეინი – ტრამბოს მეუღლის, ჰელენ მირენი კი ჭორიკანა მესვეტეს როლში იქნებიან. ფილმში, ასევე, ვიხილავთ ჯონ გუდმენსა და პიტერ მაკენზის. შეგახსენებთ, რომ ოგორმენი “ჰობიტის” ბოლო ნაწილზეც მუშაობს, სადაც, ისევ და ისევ, ფილის სახით გვიბრუნდება. “ხუთი არმიის შერკინება” კინოეკრანებზე 17 დეკემბერს გამოდის. ჯერჯერობით უცნობია ახალი ბიოგრაფიული სურათის გამოსვლის ზუსტი თარიღი.
Print