რუბრიკები
ჩატარებული ექსპერიმნეტით iPhone 6-ზე მეტად HTC One M8 იღუნება
ფლაგმანური სმარტფონებიდან დრეკადობაზე ტესტი ყველაზე ცუდად HTC One M8-მა გაიარა და არა iPhone 6-მა, რომლის „გაღუნვაზეც“ ამ ბოლო დროს ყველაზე ხშირად იწერებოდა. ტესტირება კი რესურსმა Consumer Reports-მა ჩაატარა. Consumer Reports-მა შექმნა მოწყობილობა, რომლითაც ზეწოლას აკეთებდა სმარტფონებზე და თან ზომავდა ძალისხმევას, რაც საჭირო იყო ტელეფონების დეფორმაციისთვის, ასევე ეკრანის ჩარჩოდან გამოსაგდებად.
Print