რუბრიკები
ვინ არიან MOBO Awards 2014-ის ნომინანტები?
ცნობილი გახდა ბრიტანული პრემიის MOBO Awards 2014-ის ნომინანტების ვინაობა. ნომინაციების მხრივ სემ სმიტი და ჰიპ-ჰოპ დუეტი Krept & Konan ლიდერობენ. სმიტი შესაძლოა ოთხი პრემიის მფლობელი გახდეს შემდეგ ნომინაციებში: ”საუკეთესო შემსრულებელი”, ”საუკეთესო სიმღერა” თრექისთვის ”Stay with Me”, ”საუკეთესო ალბომი” დისკისთვის ”In the Lonely Hour” და ”საუკეთესო სოულ/ R&B-შემსრულებელი”. ჯესი ჯეი და რიტა ორა კატეგორიაში ”საუკეთესო შემსრულებელი ქალი” შეერკინებიან ერთმანეთს. ბიონსე, ნიკი მინაჟი და იგი აზალია ”საუკეთესო საერთაშორისო შემსრულებლის წოდების მოპოვებას შეეცდებიან. MOBO Awards 2014-ის დაჯილდოება 22 ოქტომბერს ლონდონის უემბლის სტადიონზე გაიმართება
Print