რუბრიკები
უამინდობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ზარალი არ გამოუწვევია
გადაუღებელი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უკვე ითვლიან,  თუმცა როგორც გამგეობაში აცხადებენ,  უამინდობას მნიშვნელოვანი ზარალი არ გამოუწვევია. „ სოფელებში  დაიტბორა სულ რამდენიმე სახლი, დაზიანებულია ორი თუ სამი ხიდ-ბოგირი და ასევე სოფელ ახალსოფელში დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები. მიყენებულ ზარალს მუდმივმოქმედი კომისა ითვლის“, - აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თენგიზ შანავა. ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა დასავლეთ საქართველოში. ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში დატბორილია ათობით საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთები და დაზიანებულია გზები და ხიდები.
Print