რუბრიკები
ლიმონჩელო
ინგრედიენტები: ლიმონი 5 სპირტი 95 გრადუსიანი 500 მლ შაქარი 250 გ წყალი 750 მლ მომზადების წესი: ლიმონი გავრეცხოთ, გავამშრალოთ, თხლად ავათალოთ ყვითელი კანი. დავასხათ ამ კანს სპირტი და დავდგათ 1 კვირა კარადაში. ამ დროის შემდეგ გავწუროთ ნაყენი და შევურიოთ შაქრიანი სიროპი. სიროპისთვის წყალი და შაქარი წამოვადუღოთ და გავაციოთ.მზა ლიმონჩელო შევინახოთ მაცივარში. მივირთვათ ცივი, შეგვიძლია ყინულიც დავამატოთ
Print