რუბრიკები
მადონას ფინანსური კრიზისი აქვს
მომღერალსა და მსახიობს მადონას ფინანსური კრიზისი აქვს. მან მიიღო გადაწყვეტილება, გაყიდოს მისთვის ძალიან ღირებული საქორწილო კაბა, რომელიც მომღერალს შონ პენთან ქორწილის დროს ეცვა. კაბის საწყისი ფასი 60 000 დოლარია. მადონა, ასევე, ყიდის ფატას და ფეხსაცმელს, რომელიც ქორწილში ეცვა. კაბა გასაყიდად 7-8 ნოემბერს ბევერლი-ჰილზის გალერეაში გამოჩნდება. სულ, გაყიდვაში იქნება მადონას 140 ნივთი, მათ შორის კაბა, რომელიც მომღერალსა და მსახიობს ფილმში "მათი საკუთარი ლიგა" ეცვა (1992 წელი). გალერეის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე დიდი კოლექცია 56 წლის მადონას ნივთებიდან, რომელიც ოდესმე გასაყიდად გაუტანიათ. მათი სავარაუდო ღირებულება 500 000 დოლარია.
Print