რუბრიკები
„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობების ჰონორარები გაიზრდება!
სერიალის „სამეფო კარის თამაშები“ წამყვანი მსახიობები და ტელეარხმა HBO-მ კონტრაქტის პირობების გადახედვა სულ ახლახანს დაამთავრეს. ახლა მსახიობების ხელშეკრულებები დამატებით პუნქტს შეიცავენ, რომელიც მეშვიდე სეზონს ეხება და რომელიც მათ საშუალებას მისცემს საკაბელო ტელევიზიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები გახდნენ. მართალია აპრილში „სამეფო კარის თამაშები“ ჯერ მხოლოდ მეხუთე და მეექვსე სეზონით გააგრძელეს, მაგრამ HBO-მ თავი დაიზღვია და კონტრაქტებში დამატებითი პუნქტი შეიტანა, რომელიც მეშვიდე სეზონის წარმოების გარანტიებს არ იძლევა, მაგრამ ჰონორარის მომატებას უშვებს მეხუთე და მეექვსე სეზონებშიც. ხელფასის გაზრდა მსახიობებს შორის დაყოფილი იქნება ჯგუფებად. პირობითად „ა“ კლასს მიეკუთვნებიან: კიტ ჰარინგტონი (ჯონ სნოუ), პიტერ დინქლეიჯი (ტირიონ ლანისტერი) , ლენა ჰიდი (სერსეი ლანისტერი), ემილია ბლანტი (დეინერის ტარგარიანი) და ნიკოლაი კოსტერ-ვალდაი (ჯეიმი ლანისტერი). ისინი ყველაზე დიდ დამატებას მიიღებენ. „ბ“ კლასის მსახიობები – ნატალი დორმერი (მარგერი ტირელი), სოფი ტერნერი (სანსა სტარკი), მეისი უილიამსი (არია სტარკი) და რამდენიმე სხვა, ცამდე არ აფრინდებიან, მაგრამ გაცილებით მაღლა იქნებიან მესამე კლასის მსახიობებთან შედარებით. HBO-ს წარმომადგენლები მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების დებულებების გადახედვის თაობაზე კომენტარს არ აკეთებენ.
Print