რუბრიკები
ჯვარი–ხორგას ახალი გადამცემი ხაზების მშენებლობა იწყება
 ჯვარი–ხორგას შემაერთებელი ქსელის – 500/220 კვ ქვესადგურის და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გაცნობითი შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შედგა. ადმინისტრაციული ერთულების წარმომადგენლებს პროექტი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა და სს „საქართველო სახელმწიფო ელექტრო სისტემის მწარმოებლებმა“ გააცნეს.  პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 50 მლნ. ევროს შეადგენს. პროექტს დააფინანსებენ გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (KFW); ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმი (NIF).
Print