რუბრიკები
ზუგდიდის სასწრაფო დახმარების ცენტრს ახალი მანქანები გადაეცა (ვიდეო)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ზუგდიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 4 ახალი მანქანა გადასცა. ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროსა და ადილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. FORD-ის მარკის ახალი ავტომანქანები ზუგდიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა მარინა წულეისკირმა ოფიციალურად ჩაიბარა. სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის თეიმურაზ ხარაშვილის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ზუგდიდს კიდევ ორი ახალი, მაღალი გამავლობის მანქანა გადაეცემა და მთლიანად განახლდება სასწრაფოს ავტოპარკი. "ჩვენთვის ცნობილია, რომ ზუგდიდის სასწრაფოს შენობას პრობლემა აქვს. ეხლა ვისაუბრეთ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ სულ მალე ზუგდიდის სასწრაფო დახმარებისთვის გარემონტებული შენობა გადმოგვცენ", - თქვა თეიმურაზ ხარაშვილმა. ქალაქ ზუგდიდს მერის განცხადებით, სასწრაფო დახმარების შენობის რეაბილიტაციისთვის თანხა, მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული და ამაზე მუშაობა აქტუალურად მიმდინარეობს. " სასწრაფო დახმარების ცენტრს საკუთარი შენობა არ გააჩნია. ჯერ შენობა უნდა მოვძებნოთ და შემდეგ გავარემონტოთ" - აღნიშნა ირაკლი გოგოხიამ. შეგახსენებთ, რომ სამედიცინო წესით აღჭურვილი, FORD-ის მარკის ავტომობილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრებში პროპორციული წესით გადანაწილდა. პირველ ეტაპზე აღნიშნული ავტომანქანები ახალციხის, ოზურგეთის, თელავის, მცხეთის, ქობულეთის, გორი/ტყვიავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ქუთაისის განყოფილებებს გადაეცათ.
Print