რუბრიკები
ფოლგაში შემწვარი სკუმბრია
ინგრედიენტები: სკუმბრია 2 ცალი ხახვი 1 ოხრახუში 1 კონა ლიმონის წვენი 2 ს.კ მარილი და პილპილი მომზადების წესი: სკუმბრია გავრეცხოთ, გავასუფთავოთ. წავუსვათ მარილი, პილპილი და მოვასხათ ლიმონის წვენი, შიგნიდანაც და გარედანაც. დავჭრათ მწვანილი და ხახვი, ჩავულაგოთ თევზს მუცელში. თევზები შევახვიოთ ფოლგაში და შევწვათ 200 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი. იგივენაირად შეგვიძლია მოვამზადოთ კალმახი, სქელშუბლა და სხვა თევზეული
Print