რუბრიკები
მერაბ ნინიძე სპილბერგის ფილმში ითამაშებს
მერაბ ნინიძე სტივენ სპილბერგის ფილმში ითამაშებს. ფილმის დეტალები უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ გადაღებები 5 ნოემბერს დაიწყება. როგორც აღმოჩნდა, ქართველი მსახიობი სტივენ სპილბერგმა მის ერთ-ერთ ფილმში ”არსად აფრიკაში ” ნახა და იმდენად მოიხიბლა მისი არტისტიზმით, რომ ათი წლის შემდეგ საკუთარ ფილმში მიიწვია. მსახიობი ამჟამად თბილისში იმყოფება. იგი სამშობლოში რამდენიმე დღით ჩამოვიდა და სწორედ თბილისში აპირებს დაბადების დღის გადახდას. მერაბ ნინიძე 1965 წლის 3 ნოემბერს დაიბადა თბილისში. მისი დებიუტი 1984 წელს, თენგიზ აბულაძის ფილმში ”მონანიება” შედგა. ასევე შეასრულა როლები ცნობილი ქართველი რეჟისორების ფილმებში -”მედიატორი”, ”გზაჯვარედინი”,”ერთ პატარა ქალაქში”, ”თემო”, ”საფეხური”, რომელიც მისი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია. გერმანიაში გადასვლის შემდეგ კი, ქართველმა მსახიობმა ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა 2001 წელს გამოსულ, კაროლინა ლინკის ფილმში ”არსად აფრიკაში”, რომელმაც ”ოსკარის” პრემია საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში მოიპოვა.
Print