რუბრიკები
Android-ის შექმნელი Google-დან საკუთარ ბიზნესში მიდის
პლატფორმა Android-ის ერთ-ერთი შემქნმნელი ენდი რუბინი Google-ს ტოვებს, რათა რობოტოტექნიკის სფეროში საკუთარი ინკუბატორი შექმნას. რუბინი მონაწილეობდა Android-ის შექმნაში, რომელიც 2005 წელს Google-მა იყიდა. 2013 წლამდე ის ხელმძღვანელობდა ამ მობილურ პლატფორმას, რომელზეც მსოფლიოში გაყიდული სმარტფონების უმრავლესობა მუშაობს. 2013 წლის მარტში რუბინმა დატოვა ეს თანამდებობა და Google-ის სხვა პროექტებში გადავიდა სამუშაოდ, კონკრეტულად რობოტოტექნიკის სფეროში. ენდი რუბინის ხელმძღვანელობით Google-მა ამ სფეროში თავისი პორტფელი გაზარდა - 2013 წლის დეკემბერში კომპანია Boston Dynamics-ი იყიდა, ხოლო ამ წლის აპრილში Titan Aerospace. Google-ში რუბინის წასვლა დაადასტურეს. „მინდა ყოველივე საუკეთესო ვუსურვო ენდის მომავალ პროექტებში. Android-ზე მუშაობისას, მან მართლაც რაღაც გამოჩენილი შექმნა უამრავი ბედნიერი მომხმარებლისთვის. მადლობა“, - განაცხადა Google-ის გენერალურმა დირექტორმა ლარი პეიჯმა.
Print