რუბრიკები
BAFTA Britannia Awards-ის დაჯილდოების ცერემონია
ლოს-ანჯელესში BAFTA Britannia Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც უამრავი ვარსკვლავი სტუმრობდა. ემა ვოტსონი, ჯუდი დენჩი, რობერტ დაუნი-უმცროსი, მარკ რუფალო, ბენ ბარნსი და სხვა ჰოლივუდელი ვარსკვლავები ცერემონიის სტუმრები იყვნენ. ჯილდოს მფლობელი მსახიობი ემა ვოტსონი გახდა. ”ჰარი პოტერის” ვარსკვლავმა ”წლის საუკეთესო ბრიტანელი მსახიობის” ტიტული მოიპოვა. თავის დროზე ეს საპატიო წოდება კეიტ უინსლეტმა, დენიელ კრეიგმა, ჰელენა ბონემ კარტერმა და სხვა ცნობილმა მსახიობებმა მიიღეს. 24 წლის მსახიობმა, რომელიც ამ პრემიის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი გახდა, ემოციების შეკავება ვერ შეძლო.
Print