რუბრიკები
ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი ბავშვს ელოდებიან!
Radar Online-ის ინფორმაციით, ჯესიკა ბილი ორსულადაა და მალე მას და ჯასტინ ტიმბერლეიკს პირველი შვილი შეეძინებათ. ბავშვი, სავარაუდოდ, აპრილში დაიბადება. ჯესიკაზე მძიმე გავლენა მოახდინა წარსულის გამოცდილებამ ბავშვის გაჩენის ამბავში. სწორედ ამიტომ, ის აფიშირებისაგან თავს იკავებს. - აცხადებს ოჯახთან დაახლოებული პირი საიტთან საუბრისას. გასულ კვირას ჯესიკა შოპინგზე იყო. მნახველებმა მას პატარა მუცელი შეატყვეს და სწორედ აქედან დაიწყეს ამბის “გამოძიება”. როგორც ჩანს, ჭორები სასიამოვნოდ გამართლდა და მალე ჯასტინი მამა გახდება.
Print