გალში გატაცებული ემზარ ეთერია ცემის შედეგად გარდაიცვალა
12:12 / 02.11.2014
აფხაზეთის მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, ქვემო და ზემო ბარღებში ბოლო დღეებში სულ სამი ადამიანი გაიტაცეს, მათ შორის 52 წლის ემზარ ბუთბაია, რომელიც გამოსასყიდი გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებამდე მასსა და გამტაცებლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც გატაცებული სასტიკად სცემეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს.
ეთერია ჯერ გალის, შემდეგ კი ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. დანარჩენი ორი გატაცებულიდან კი ერთ-ერთი პაატა პაპსანძე ამ დრომდე ტყვეობაში რჩება, რობერტ ბუთბაია კი 11 ათასი დოლარის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები