რუბრიკები
ტრანსილვანიური ვაშლის ნამცხვარი
ინგრედიენტები: ფქვილი 180 გ კარაქი 90 გ სოდა 1/2 ჩ.კ შაქარი 60 გ გულსართი: ვაშლი 800 გ (გარჩეული, დაჭრილი) ქიშმიში 1/2 ჭიქა შაქარი 4 ს.კ კონიაკი 5 ს.კ მოსასხმელად კვერცხი 2 შაქარი 40 გ დარბილებული კარაქი 30 გ მომზადების წესი: ქვაბში მოათავსეთ დაჭრილი ვაშლი და ქიშმიში, მოასხით კონიაკი, მოაყარეთ შაქარი. დაახურეთ თავზე და დატოვეთ რამდენიმე საათი. პერიოდულად ამოურიეთ. ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე. 22 სმ ფორმას ჩააფინეთ ქაღალდი. ფქვილი, სოდა, შაქარი და კარაქი ერთმანეთში ასრისეთ ხელით ან კომბაინში, რომ მიიღოთ ფხვიერი მასა. ეს ფხვიერი ცომი თანაბრად გაანაწილეთ ფორმის ძირზე. ზემოდან დაალაგეთ ვაშლი და ზედ მოასხით თავისივე გამოშვებული წვენი. ზემოდან მოაფრქვიეთ შაქარი და გამოაცხეთ 30 წუთი. ამასობაში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. შეათქვიფეთ კარაქი. მოასხით ზემოდან ნამცხვარს და შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 15 წუთით. ნამცხვარი ფორმაშივე გააციეთ.
Print