რუბრიკები
ჯოელ შუმახერი „ბეტმენი და რობინის“ გაგრძელებას შექმნის
რეჟისორი ჯოელ შუმახერი, რომელმაც გადაიღო ფილმები „ბეტმენი სამუდამოდ“ და „ბეტმენი და რობინი“, მათში ნაჩვენებ სიუჟეტურ ხაზს გააგრძელებს. როგორც გამომცემლობა BleedingCool იტყობინება, ლაპარაკია კომიქსების სერიაზე, რომელსაც ის კომპანია DC Comics-თვის ილუსტრატორ დასტინ ნგუენთან ერთად მოამზადებს. სერია, რომელიც შემდგარი იქნება 12 გამოშვებისგან, ასევე მოგვითხრობს ისტორიას, რომლის გაცნობასაც შუმახერი მაყურებლისთვის თავის მესამე ფილმში – სახელად „ბეტმენის ტრიუმფი“ გეგმავდა. მასში მთავარ ბოროტმოქმედებად რეჟისორი ჰარლი ქუინის და საფრთხობელას გამოყვანას აპირებდა. თავის დროზე სტუდია Warner Bros.-მა , „ბეტმენი და რობინის“ მცირე შემოსავალის გამო, სურათის დაფინანსებაზე უარი განაცხადა . მოხდება თუ არა მომავალში ამ სერიის ეკრანიზება ჯერჯერობით უცნობია.
Print