რუბრიკები
შარლიზი და შონი გადაღებებზე იმყოფებიან!
შონ პენის ქალიშვილს მამის ახალი მეგობარი ქალი – შარლიზ ტერონი – ერთი დიდი მიზეზის გამო მოსწონს, მას შეუძლია შონს გაჩუმება აიძულოს. „ის ერთადერთი ქალია და ნუ, კიდევ დედაჩემი (რობინ რაიტი), ვისაც შეუძლია მამას მოაკეტინოს. ერთადერთი, – განაცხადა დილანმა Us Weekly-სთან. – ეს ძალიან რთული მისიაა, ასე, რომ… მას უსაზღვრო ენერგია აქვს. ის საოცარია“. 23 წლის მოდელმა ასევე აღნიშნა, რომ წყვილი უკვე რამდენიმე თვეა აფრიკაში მუშაობს, ამიტომ ის არც ისე ხშირად ხედავს მათ. „ის შესანიშნავია, ისინი თავს ერთად კარგად გრძნობენ. სანამ მამაჩემი ბედნიერია, მეც ორივეს გამო ბედნიერი ვარ“. ახლა შარლიზი და შონი, რომლებმაც ურთიერთობა იანვარში დაიწყეს, სამხრეთ აფრიკაში ფილმის „The Last Face“ გადაღებებზე იმყოფებიან, რომელშიც ტერონი მთავარ როლს ასრულებს, ხოლო პენი პროექტის რეჟისორია.
Print