რუბრიკები
სამეგრელოს საოლქო პროკურატურასთან ბექა პერტაიამ თავის დაწვა სცადა
თხილის ქურდობისთვის დაკავებული რუსლან პერტაიას შვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო  პროკურატურასთან თავი დაიწვა.  ბექა პერტაიამ ტანზე ბენზინი გადაისხა და ცეცხლი მოიკიდა, თუმცა მისი გადარჩენა სამართალდამცველებმა მოახერხეს. პერტაიების ოჯახი მსჯავრდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას და მის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ დოკუმენტაციის ნაკლებობის მოტივით არ დააკმაყოფილა. სწორედ ამის შემდეგ მივიდა ოჯახი  საოლქო პროკურატურასთან, სადაც ინციდენტი  მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ცნობისთვის, დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ქურდობის ფაქტზე დაკავებული რუსლან პერტაიას სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლო პროცესის შემდეგ დაკავებულის ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს რუსლან პერტაიას დაკავების საქმესთან დაკავშირებით და მის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვდნენ. რუსლან პერტაია თხილის ქურდობის გამო 23 აგვისტოს დააკავეს, რის შემდეგაც ის საპყრობილეში შიმშილობდა.
Print