რუბრიკები
ყვავილოვანი კომბოსტო ნივრით და ყველით
ინგრედიენტები: ყვავილოვანი კომბოსტო 1 თავი ზეითუნის ზეთი 3-4 ს.კ ყველი პარმეზანი 1/3 ჭიქა ნიორი 2-3 კბილი მარილი და პილპილი ოხრახუში მომზადების წესი: ღუმელი 200 გრადუსზე გავახუროთ. კომბოსტო ყვავილედებად დავანაწევროთ და გავრეცხოთ. ჯამში ავურიოთ ზეთი, ნაჭყლეტილი ნიორი, 1/4ჭ გახეხილი ყველი. ჩავამატოთ კომბოსტო და ამოვურიოთ, რომ ყველგან კარგად მოხვდეს სოუსი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი, გა დავიტანოთ ღუმელის ფორმაში და შევწვათ , სანამ კომბოსტო არ დარბილდება. პერიოდულად გადავაბრუნოთ. შუა წვისას დანარჩენი ყველიც მოვაყაროთ. მზა კომბოსტოს მოვაყაროთ ოხრახუში და მივიტანოთ სუფრაზე.
Print