რუბრიკები
კანადელმა Google-ს არასასურველი ფოტოს გამოქვეყნებისთვის უჩივლა და მოუგო
კანადის მოქალაქემ Google-ს უჩივლა, ვინაიდან ამ უკანსკნელმა, მის სერვისზე Google Street View, ამ ქალბატონის ფოტო მისთვის შეუფერებელ ტანისამოსში გამოაქვეყნა. მონრეალის მცხოვრებმა, სახელად მარია პია გრილომ, სასამართლომ განუცხადა, რომ 2009 წელს, თავისი სახლის ალაყაფთან იჯდა, საკმაოდ შილითად ჩაცმული, როცა Google Street View-ის მანქანამ გაიარა და ამ ფორმაში მას სურათი გადაუღო. მოგვიანებით ქალმა თავისი ფოტო ინტერნეტში ნახა და კომპანიას მოსთხოვა სასწრაფოდ წაეშალა ის. ქალბატონი ამტკიცებს, რომ მისი იდენტიფიცირება ფოტოზე საკმაოდ მარტივია, მიუხედავად იმისა, რომ მისი სახე არ ჩანს. კომპანია დაეთანხმა ქალბატონის მოთხოვნას და ფოტოს ნაწილი ბუნდოვანი გახადა. მაგრამ, მარია გრილო ამან არ დააკმაყოფილა და მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მან სასარჩელო განცხადებაში ჩაწერა, რომ სურათის განთავსებამ ინტერნეტში, ის და მისი ოჯახი და მათი საკუთრება, დამნაშავეების თავდასხმის ობიექტად აქცია. გარდა ამისა, მას კოლეგები დასცინოდნენ ამ ფოტოს გამო. საბოლოო ჯამში, სასამართლო დაეთანხმა დაზარალებულის თხოვნას და Google-ს $2250-ის მოცულობის კომპენსაციის გადახდა დაავალა. გრილო კი $45 ათასს ითხოვდა. მოსამართლემ განაცხადა, რომ მისი აზრით მოსარჩელემ მიიღო მორალური ზიანი, ხოლო კომპანიამ მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაარღვია და მისი პატივი და ღირსება შელახა.
Print