რუბრიკები
გამგეობამ ქადარიების ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი გამოუყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხებზე მომუშავე კომისიამ,რომლის თავმჯდომარეა გიზო სართანია და კომისიის წევრმა გოგი რევიამ სოფელ ახალაბასთუმანში სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულეს. კომისიამ ქადარიების სოციალური მდგომარეობა ადგილზე შეისწავლა.ქადარიების ოჯახი სულ ხუთი სულისგან შედგება და აქედან ორი მცირეწლოვანი ბავშვია. მათი საცხოვრებელი სახლი დანგრევის პირასაა და ისინი სასწრაფოდ ალტერნატიულ ფართს საჭიროებენ. გიზო სართანიამ ოჯახს ამ ეტაპზე ქირით გადასვლა შესთავაზა და მომავალი წლისათვის საცხოვრებელი ფართით უზურნველყოფას დაპირდა. გამგებლის მოადგილის განცხადებით, სამომავლოდ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისათვის გამგეობაში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების პროგრამის განხორციელების პროექტი განიხილება.
Print