რუბრიკები
ზუგდიდში დევნილები „ენერგო პრო ჯორჯიას“  წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
ზუგდიდში,  ე.წ. ვექტორის დასახლებაში მცხოვრებმა დევნილები „ენერგო პრო ჯორჯიას“  წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. მათ „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებს ელექტროენერგიის ჩაჭრის უფლება არ მისცეს, რომელიც წყლის ამოქაჩვას უზრუნველყოფდა. ადგილზე მობილიზებული  იყო საპატრულო პოლიცია.დევნილების განმარტებით, ისინი მრიცხველის დაყენების წინააღმდეგი იყვნენ, ვიდრე შესაბამისი უწყება წყლის მილებს არ გამოცვლიდა. „ორი თვის წინ მოგვატყუეს, ახლა მრიცხველს დაგიყენებთო და მილებს მერე შევაკეთებთო.  ახლა 900 ლარია გადასახდელი. წყალი უშედეგოდ იღვრება და ჩვენ ამის გადახდას არ ვაპირებთ და არც დენის ჩაჭრის უფლებას მივცემთ, - თქვა აფხაზეთიდან დევნილმა ეთერ ფაცაციამ. მოგვიანებით დევნილებთან აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობისა და დევნილთა სამმართველოს წარმომადგენლები მივიდნენ. მათ „ენერგო პრო ჯორჯიას“  წარმომადგენლებს ელექტროენერგიის ჩაჭრის რამდენიმე დღით გადავადება სთხოვეს, თუმცა, მათ შორის მოლაპარაკება ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება.
Print