რუბრიკები
კრისტიან ბეილი სტივ ჯობსს აღარ განასახიერებს
კრისტიან ბეილმა კვლავ უარი განაცხადა სტივ ჯობსის როლის შესრულებაზე. ფილმი დენ ბოილის მომდევნო რეჟისორული ნამუშევარია. შეგახსენებთ, რომ ბეილის მზადყოფნის შესახებ, პროექტში მონაწილეობა ცნობილი 2014 წლის დასაწყისში გახდა, თუმცა მაშინ ფილმს სათავეში დევიდ ფინჩერი ედგა. ეს უკანასკნელი კი ჰონორართან დაკავშირებით შუთანხმებლობის გამო პროექტს გამოეთიშა, მაშინ ბეილიც მას გაჰყვა, თუმცა მოგვიანებით ის დაბრუნდა და ჯობსის განსახიერებაზე თანხმობა განაცხადა. რა გახდა ამაჯერად უარის მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ ფილმს უოლტერ აიზეკსონის მიერ დაწერილი ბიოგრაფიის მიხედვით გადაიღებენ, პროექტის კონსულტანტი კი სტივ ვოზნიაკი იქნება.
Print