რუბრიკები
გამოვა თუ არა ბიონსე MTV EMA 2014-ზე?
ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიონსე MTV European Music Awards 2014-ზე გამოვა. ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც MTV-ს ოფიციალური არხიდან YouTube-ზე ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ნათვქამია, რომ 9 ნოემბერს მაილი საირუსის, ბიონსეს, იგი აზალიას, ემინემისა და სხვა ვარსკვლავების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართება. ამათ გარდა ცნობილია, რომ საღამოზე თავის სიმღერებს ასევე არიანა გრანდე, ნიკი მინაჟი, ედ შირენი, ენრიკე იგლესიასი, კელვინ ჰარისი და სხვა მუსიკოსები შეასრულებენ. პრემია MTV European Music Awards 2014 9 ნოემბერს გლაზგოში გაიმართება.
Print