რუბრიკები
ბენედიქტ კამბერბეტჩი და სოფი ჰანტერი დაინიშნნენ
ნფორმაცია ოფიციალურია: ბენედიქტმა სოფი დანიშნა! “შერლოკის” ვარსკვლავის ოჯახმა ამბის გამოცხადების ტრადიციულ ხერხს მიმართა და სიახლე გაზეთ “Times”-ის ქორწინებების სექციაში გამოაქვეყნა: მისტერ კამბერბეტჩი და მის ჰანტერი: ინიშნებიან ვანდასა და ტიმოთის ვაჟი ბენედიქტ კამბერბეტჩი და კეთრინისა და ჩარლზის ქალიშვილი სოფი ჰანტერი. ინფორმაცია მსახიობის წარმომადგენელმაც დაადასტურა. წყვილის ურთიერთობის შესახებ ცნობილი ამ ზაფხულს გახდა, თუმცა ორივე მათგანი ამაზე საუბრისგან თავს იკავებდა. გასულ თვეში კი ბენედიქტი სოფის მშობლებს ესტუმრა ხელის სათხოვნელად. სოფი 36 წლის რეჟისორია. მან ოქსფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა. როგორც კამბერბეტჩი ამბობდა, მას სჭირდებოდა ქალი, რომელიც იქნებოდა ჭკვიანი, კარგი იუმორის გრძნობის მქონე და სასიამოვნოდ მოსაუბრე ადამიანი. 7.00-9.00 საუკეთესო დროა საუზმისთვის. მიღებულ საკვებს საუკეთესოდ ითვისებს ორგანიზმი. გირჩევთ პროტეინებით მდიდარი საკვების მიღებას, რადგან ცილა ანელებს საჭმლის მონელებას და სადილამდე შესანიშნავად თრგუნავს შიმშილის შეგრძნებას. ასევე ხელსაყრელი დროა კოსმეტიკური პროცედურებისთვის, სახეზე გვირილისა და სალბის კომპრესებისთვის და ა.შ. 9.00-10.00 დილის სექსუალობის პიკია. როგორც მამაკაცების, ისე ქალების სისხლში ყველაზე დიდი რაოდენობით გადმოიტყორცნება სასქესო ჰორმონები. ამ დროს ორივე სქესის წარმომადგენლები სავსენი არიან სექსუალური ენერგიით. 10.00-11.00 საუკეთესო დროა ექიმთან ვიზიტისთვის - ამ პერიოდში ყველაზე მეტადაა დათრგუნული მტკივნეული შეგრძნებები, ამიტომ სამედიცინო პროცედურები ნაკლებად უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს და ნეგატიური შედეგის რისკიც მინიმალურია. 11.00-12.00 საუკეთესო პერიოდია ინტელექტუალური მუშაობისთვის. 12.00 საათიდან უკვე შეიძლება სერიოზული საკითხების გადაწყვეტა, საქმიანი და სატელეფონო საუბრების გამართვა. 12 საათზე მირთმეული ტკბილეული ყველაზე ნაკლებად დაეტყობა თქვენს წონას. 13.00-14.00 სადილის დროა. ყველაზე უკეთ მუშაობს წვრილი ნაწლავი - საკვები აითვისება და შეიწოვება ადვილად, ყოველგვარი სირთულის გარეშე. სადილად, გირჩევთ, მიირთვათ ხორცი, ფრინველი, თევზი, ზღვის პროდუქტები, ბრინჯი, პარკოსნები, კარტოფილი, უმი ბოსტნეულის სალათა მცენარეული ზეთით და სხვა. არ დაივიწყოთ წვნიანი! 14.00-15.00 ამ დროს ყველაზე სწრაფად იზრდება თმა და ფრჩხილები - საუკეთესო პერიოდია სილამაზის სალონში სტუმრობისთვის. ორგანიზმში დაბალია სტატიკური ელექტრობის დონე და შეგიძლიათ, ახალ ვარცხნილობაზეც იზრუნოთ. თმა მეტად თვინიერი და დამჯერია, მისთვის სასურველი ფორმის მინიჭებაც ადვილია. 16.00-18.00 ეს ფიზიკური აქტივობის პიკია, იდეალური დროა ფიტნესისა და ცურვისთვის. 18.00-19.00 18.00 საათი შესანიშნავი დროა სამხრისთვის - სადილიდან უკვე 3-4 საათია გასული და ორგანიზმს ენერგეტიკული მარაგის შევსება სჭირდება. ივახშმეთ დაძინებამდე 4 საათით ადრე. ვახშამი უნდა იყოს მსუბუქი, შედგებოდეს თეთრი ხორცის, სალათის ან ჩაშუშული ბოსტნეულისგან. არ არის რეკომენდებული წითელი ღვინის დალევა ან ცხიმიანი საკვების მიღება - მათ მოსანელებლად ბევრი დროა საჭირო, რაც დამატებით დატვირთვას აყენებს ნაღვლის ბუშტსა და ღვ­იძლს. 20 საათის შემდეგ საჭმლის მომნელებელი ფერმენტები პრაქტიკულად აღარ გამომუშავდება. 19.00-21.00 ხელსაყრელი დროა მასაჟისთვის, საუნისთვის, ტალახისა და სამკურნალო ნიღბებისთვის, პილინგისთვის, ეპილაციისთვის, სხვადასხვა ტიპის ანტიცელულიტური პროგრამისთვის, ლიმფოდრენაჟისთვის. 21.00-22.00 ენერგიის რაოდენობა მცირდება, სახსრები მეტად მოძრავი ხდება, ამიტომ იდეალური დროა იოგასთვის, გაჭიმვებისთვის. ჰარმონიზდება სულიერი მდგომარეობა და ნერვები მწყობრში დგება. მშვენიერია სუნთქვითი ვარჯიშისთვისაც, რომელიც აღადგენს ფსიქიკურ ენერგიას, ჟანგბადით ამდიდრებს ქსოვილებს. მჯდომარე პროფესიათა წარმომადგენლებისთვის კარგია ხერხემლის გავარჯიშება. ამ დროს ყველაზე მწვავედ იგრძნობა მარტოობა, ამიტომ კარგია საუბრები ტელეფონით. იგრძნობა აშკარა ენერგეტიკული დაღმასვლა. უმჯობესია, ეს დრო საყვარელ ადამიანთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან გაატაროთ. 22.00-23.00 ოპტიმალური დროა დაძინებისთვის, ჩაიტარეთ ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურები, დამშვიდდით, საწოლში მოხერხებულად მოკალათდით და მორფეუსის საუფლოში გაემგზავრეთ.
Print