რუბრიკები
Facebook: მთავრობებმა მომხმარებლებზე ინფორმაციის გამოთხოვა გაახშირეს
სახელმწიფოების მთავრობების მიერ, სოციალური ქსელის მომხმარებლებზე ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა, -განაცხადა Facebook-მა. მსოფლიოში ყველაზე დიდი სოციალური ქსელის ინფორმაციით, ასეთი მოთხოვნები თითქმის მეოთხედით მეტია, ვიდრე შარშან წლის პირველ ნახევარში. Facebook-ში განაცხადეს, რომ აღიარებენ სახელმწიფოების საჭიროებებს უზრუნველყონ საკუთარი უსაფრთხოება, თუმცა სოციალურ ქსელს მიაჩნია, რომ ყველა სამთავრობო მოთხოვნა უნდა იყოს ვიწროდ ფორმულირებული, თანხვედრაში მოთხოვნის მიზანთან და ექვემდებარებოდეს მკაცრ სასამართლო ზედამხედველობას. ადრე, ინტერნეტის თავისუფლებისთვის მებრძოლმა აქტივისტებმა გააკრიტიკეს დიდი ბრიტანეთის სამთავრობო კავშირის ხელმძღვანელი, რომელმაც სოციალურ ქსელებს „ტერორისტების პლაცდარმი“ უწოდა.
Print