რუბრიკები
დენიელ რედკლიფსა და ლიზი კაპლანს ახალი სურათი გააერთიანებთ
Lionsgate-მა ოფიციალურად განაცხადა იმის შესახებ, რომ დენიელ რედკლიფი და ლიზი კაპლანი ფილმში “ახლა შენ მხედავ 2″ გამოდიან. ისინი უოლტერისა და ლულას პერსონაჟებს განასახიერებენ. სტუდია მეტ დეტალს არ ამხელს, თუმცა ცნობილია ისიც, რომ სურათში ჯიმი ჩუსაც ვიხილავთ. შეგახსენებთ, რომ წინა ნაწილში მონაწილე მსახიობები ნამუშევარში ისევ ბრუნდებიან. შესაბამისად, თქვენ წინაშე მარკ რუფალო, ჯეს ეიზენბერგი, მორგან ფრიმენი, ვუდი ჰარელსონი, მაიკლ კეინი და დეივ ფრანკო წარსდგებიან. “ახლა შენ მხედავ 2″ კინოეკრანებზე 2016 წლის 10 ივნისს გამოვა.
Print