რუბრიკები
ეგრისის ქედისთვის ეროვნულ პარკის მინიჭების ინიციატივას ზუგდიდშიც უერთდებიან (ვიდეო)
სამოქალაქო ინიციატივას  სამეგრელოს მთიანეთისთვის ეროვნული სტატუსის მინიჭების მოთხოვნას ზუგდიდშიც უერთდებიან. მათ შორის, სამეგრელოს რეგიონალური ტურიზმის განვითარების ჯგუფი, სტუდენტური თვითმმართველობები, "სკაუტური მოძრაობა" , ასოციაცია "ათინათი" და სხვა სამოქალაო ჯგუფის წარმომადგენლები. ამასთან, სამოქალაო ჯგუფები საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიასტროს თხოვნით მიმართავენ, რომ უახლოს მომავალში კომპლექსურად განიხილონ საკითხი და შეისწავლობნ ეგრისის ქედზე არსებული პრობლემები. "ეგრისი ქედს სჭირდება მოვლა-პატრონობა. იქ მდგომარეობა არასახარბიელოა. გარდა ამისა ტობას მიმართულებით მარშუტებზე არის მზარდი ინტერესი ტურისტები მხრიდან, მაგრამ არახელსაყრელი პირობები ტურიზმის განვითარებას აფერხებს  ", - ამბობს სამეგრელოს რეგიონალური ტურიზმის განვითარების ჯგუფის წევრი მარიკა თოდუა. გრისის ქედისთვის ეროვნული პარკის სტატუსის მინიჭებაზე ხელმოწერების შეგროვება ოქტომბერში დაიწყო. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს სპალეოლოგთა კავშირის წევრს რომან თოლორდავას ეკუთვნის. თოლორდავას მტკიცებით, ეგრისის ქედზე მდგომარეობა საგანგაშოა და იქ არსებულ უნიკალუერ ლანდშაპტს საფრთხე ემუქრება.  
Print