რუბრიკები
ოქროს Apple Watch-ი შესაძლოა $4-5 ათასი ღირდეს
Apple-ს „ჭკვიანი“ საათი ჯერ გაყიდვაში არ გამოუტანია, თუმცა მისი პრეზენტაცია სექტემბერში მოაწყო. გაჯეტი სამ მოდიფიკაციაში იქნება ხელმისაწვდომი - მოდელი Apple Watch Sport-ი, რომელიც ნესტისგან და მტვრისგან იქნება დაცული; ძირითადი მოდელი Apple Watch-ი, რომელსაც ექნება ლითონის კორპუსი და საფირის ეკრანი და ასევე მესამე Apple Watch Edition-ი, რომლის კორპუსი ოქროთი იქნება დაფარული. გარდა ამ მოდიფიკაციებისა, იქნება 2 ზომის ეკრანით, 38 და 42-მილიმეტრიანი დიაგონალის. თავად Apple-ს ჯერ ფასები ოფიციალურად არ დაუსახელებია და $4-5 ათასი Apple Watch Edition-ზე მედიის ვერსიაა. ოქროთი დაფარულ საათს, Apple გამოუშვებს, როგორც საიმიჯო აქსესუარს. ამის დასტურია პრეზენტაციაზე მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლების, დიზაინერი კარლ ლაგერფელდის, Vogue-ის მთავარი რედაქტორის, ანა ვინტურის და სხვების ყოფნა. Apple-ს ჯერ არც უთქვამს, როდის დაიწყება საათების გაყიდვა. წინსწარი ვერსიებით ეს მომავალი წლის გაზაფხულზე მოხდება.
Print