რუბრიკები
მიდის თუ არა ანჯელინა ჯოლი პოლიტიკაში?
უკანასკნელ დროს ანჯელინა ჯოლი იშვიათად ჩნდება საზოგადოების წინაშე. ამ ყველაფრის მიზეზი კი არის მისი მორიგი ფილმი ”ზღვასთან”, სადაც იგი მეუღლესთან, ბრედ პიტთან ერთად მონაწილეობს. მიუხედავად ამისა, ანჯელინა აქტიურად ჩნდება პრიალა ჟურნალების გარეკანზე და პირადი ცხოვრების დეტალების გახმაურებასაც არ ერიდება. Vanity Fair-ის ახალ ნომერში მსახიობმა ოფიციალური ქორწინების შთაბეჭდილებებზე ისაუბრა: ”ამ დროს სრულიად სხვაგვარად გრძნობ თავს. მაგარია, გერქვას ცოლი”. მსახიობმა ისიც განაცხადა, რომ პოლიტიკოსის კარიერაზე ხშირად ფიქრობს. აღსანიშნავია, რომ ჯოლი გაეროს კეთილი ნების ელჩია. ხოლო კითხვაზე, მზად არის თუ არა იგი პოლიტიკური კარიერის გასაკეთებლად, ჯოლიმ სრული მზადყოფნის შესახებ განაცხადა.
Print