რუბრიკები
"სამეგრელოს ხმა"- ნაციონალები დევნილთა ხმების გამოყენებას გეგმავენ (ვიდეო)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური მიზნებისთვის დევნილების გამოყენებას გეგმავს. ყოფილ მმართველ გუნდს სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის „ წარმომადგენელიები პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებენ. თენგიზ ჯგუშიასა და თეონა ქარდავას განაცხადებით ნაციონალები ორგანიზაცია აფხაზთა კრების სახელით შეხვედრას აწყობენ, თუმცა ეს შეკრება რეალურად თბილისში 15-ი ნოემბრის აქციისთვის მოქალაქეთა მობილიზებას ემსახურება. „სამეგრელოს ხმის“ ინფორმაციით ყოფილი მმართველი ძალის წარმომადგენლები იძულებით გადაადგილებულთა დასახლებებში დადიან და მოსახლეობას თბილისში წასვლისკენ მოუწოდებენ. თეონა ქარდავა დევნილებს მოუწოდებს, ნუ მოტყუვდებიან და „აფხაზთა კრების“ მიერ დაგეგმილ ღონიძიებაში მონაწილეობას ნუ მიიღებენ.
Print