რუბრიკები
ზუგდიდში "აფხაზთა კრება" გაიმართება
"აფხაზთა კრება" განახლებული რუსული აგრესიის საფრთხეებს და ამ ვითარებაში ხელისუფლების წინაშე მდგარ საშინაო და საგარეო გამოწვევებს განიხილავს. კრების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც კრების წევრი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები, ასევე აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობა. კრებას 400-მდე დელეგატი დაესწრება. "აფხაზთა კრების" პირველი ღონისძიება 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს თბილისში გაიმართა. "აფხაზთა კრებაში" გაერთიანებულია 40 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები.
Print