რუბრიკები
უგემრიელესი ბანანის ნამცხვარი
ინგრედიენტები: დარბილებული კარაქი 100 გ კვერცხი 3 შაქარი 1 ჭიქა ფქვილი 270 გ ვანილი არაჟანი 200 გ ბანანი 3 მომზადების წესი: მოამზადეთ ფხვიერი ცომი. შეურიეთ 1/2 ჭიქა შაქარი და ფქვილი, დაამატეთ კარაქი და კარგად ასრისეთ ხელით. შემდეგ დაამატეთ კვერცხის გულები და ხელახლა კარგად შეურიეთ. მიღებული ცომი შეფუთეთ ცელოფანში და მაცივარში გააჩერეთ 30 წუთი. ბანანი დაჭერით და მოაფრქვიეთ ვანილიანი შაქარი. ცომი გააბრტელეთ და ჩადეთ ტარტის ფორმაში, გაანაწილეთ ბანანი და მოასხით არაჟანი. არაჟანი უნდა იყოს სქელი და მომჟავო გემოს გარეშე. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა შაქარიც. შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთი. სანამ ცხვება, დარჩენილი ცილისგან და შაქრისგან მოამზადეთ ბეზე. ბეზე უნდა იყოს პრიალა და მდგრადი. გაანაწილეთ ნამცხვარზე ზემოდან და შეაბრუნეთ ღუმელში 5-7 წუთი. ნამცხვაბილიც მიირთვათ და გაციებულიც - ორივე გემრიელია.
Print