რუბრიკები
იმიტირებული პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (ვიდეო)
საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. ახალგაზრდები პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და თეორიულ საკითხებში ზუგდიდის რაიონული პროკურატურის  პროკურორებმა მოამზადეს. იმიტირებულ პროცესში ზუგდიდის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის საჯარო სკოლების უფროსკლასელი მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით გაიმართა. იმიტირებულ პროცესზე „მხარეებმა“ მძიმე დანაშაული განიხილეს. „საქმე“ ეხებოდა 14 წლის შეყვარებული  გოგონას მკვლელობას. „ბრალდების მხარის“ მტკიცებით, მკვლელობა დავითმა ჩაიდინა, რომელზეც გოგონა ცალმხრივად იყო შეყვარებული. „ნაფიცი მსაჯულებისთვის“, პროკურატურის მტკიცებულებები უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდა და „მოსამართლემ“  დავითს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ღონისძიების ბოლოს პროკურორებისგან შემდგარმა ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეები გამოავლინა და სერთიფიკატები გადასცა. ასევე, მოსწავლეებს დაურიგდათ სამახსოვრო კეპები საქართველოს პროკურატურის წარწერით და სხვა ფასიანი საჩუქრები. ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს იმიტირებული სასამართლო პროცესების მეშვეობით მომავალი იურისტების პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარებასა და საზოგადოებაში სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებას.
Print