რუბრიკები
ზუგდიდში "აფხაზთა კრებას" საზოგადოების ნაწილი პროტესტით შეხვდა
ზუგდიდში შალვა დადიანის თეატრთან "აფხაზთა კრების" მონაწილეებს რამდენიმე დევნილი და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი დახვდა, მათ აღნიშნეს, რომ  ეს ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერაა შექმნილი. მათი ინფორმაციით, ღონისძიება 15 ნოემბერს ყოფილი სახელისუფლო პარტიის მიერ დაგეგმილი აქციის მოსამზადებელი შეხვედრაა, რომელშიც დევნილების ღირსეული ნაწილი მონაწილეობას არ მიიღებს. "აფხაზთა კრებაზე" კი ქვეყნის ოკუპაციასა და აფხაზეთის დაბრუნების გზებზე იმსჯელეს. დღევანდელ შეხვედრას  სხვადასხვა პარტიის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, თუმცა როგორც  თავად განაცხადეს, ისინი ღონისძიებაზე როგორც მოქალაქეები და პატრიოტები მივიდნენ.

"აფხაზთა კრება" მიიჩნევს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება ერთმნიშვნელოვნად გადის საქართველოს ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე.

,,აფხაზთა კრების“ პირველი ღონისძიება 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, თბილისში გაიმართა. ,,აფხაზთა კრებაში“ გაერთიანებულია 40 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები.

Print