რუბრიკები
ტომ ჰენკსი წიგნს გამოაქვეყნებს!
ინფორმაცია ოფიციალურია: ტომ ჰენკსი მალე წიგნს გამოსცემს! როგორც ოსკაროსანი მსახიობი ამბობს, შთაგონების წყაროდ მისი საბეჭდი მანქანების კოლექცია იქცა და შედეგად სულ მალე მივიღებთ პატარა მოთხრობების კრებულს. მოთხრობები თავად საბეჭდ მანქანებზე კი არ არის, ეს არის ამბები, რომლებიც შეიძლებოდა, მათზე და მათით დაწერილიყო. - აცხადებს ჰენკსი, რომელმაც გასულ ზაფხულს iPad-ის სისტემისათვის სპეციალური აპლიკაციაც კი შექმნა, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ზუსტად ისე ბეჭდოს, როგორც ეს საბეჭდი მანქანით იქნებოდა შესაძლებელი. ჯერჯერობით უცნობია წიგნის გამოსვლის ზუსტი თარიღი.
Print