რუბრიკები
ჯესიკა ალბა და ტომი ლი ჯონსი “მექანიკოსის” ახალ ეკრანიზაციაში ითამაშებენ!
ტომი ლი ჯონსი, ჯესიკა ალბა და მიშელ იეოჰი ჯეისონ სტეთჰემის “მექანიკოსის” განახლებულ ვერსიაში ითამაშებენ. ამჯერად ფილმის რეჟისორი დენის განსელი იქნება და სურათს “მექანიკოსი: აღდგომა” ერქმევა. სიუჟეტი მოგვითხრობს ართურზე, რომელიც ცდილობს, მსოფლიოს ყველაზე საშიში ადამიანები გაანადგუროს. პროდუსერები უილიამ ჩარტოფი, დევიდ უინკლერი, ჯონ თომპსონი და ფრენკ დემარტინი იქნებიან. უკვე ცნობილია ფილმის გამოშვების თარიღი – პრემიერა 2016 წლის 22 იანვარს გაიმართება.
Print