რუბრიკები
უკანონო თევზჭერის ფაქტი ფოთში
გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ფოთში მდინარე „მალთაყვაზე“ უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.  2 პირი თვითნაკეთი ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერას ახორციელებდა. სამართალდამრღვევებს სხვა აკრძალულ ნივთებთან ერთად,ელექტროშოკური აპარატი და ალუმინის ნაკეთობის ნავი ჩამოერთვათ. ასევე ამოღებულია 90 კგ კეფალის ჯიშის თევზი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.
Print