რუბრიკები
მარტვილში საავტომობილო გზა გახსნეს (ვიდეო)
ნოქალაქევი-ლეძაძამე-დიდი ჭყონის 17 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ადგილობრივების თქმით, წლების მანძილზე აღნიშნულ გზაზე გადაადგილება მსუბუქი ავტომობილებისთის შეუძლებელი იყო და სოფლებში ვერც სასწრაფო დახმარების მანქანები ადიოდნენ, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა. რეაბიტირებული გზა დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა თავად დაათვალიერა.სამუშაოები, რომელიც გასულ წელს დაიწყო და დღეს დასრულდა,  5 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა და მასზე 130 ადგილობრივი დასაქმდა, რომელთა საშუალო ხელფასი 600-700 ლარამდე აღწევს. ახლადაგებულ გზაზე თბილისიდან ჩამოსულმა ველომბრბოლელებმაც გაიარეს. როგორც ველომრბოლელმა მიშა გეწაძემ თქვა,ახლადაგებული გზის რამდენიმე კილომეტრიანი მონაკვეთის გავლის შემდეგ, გზა უსაფრთხოა. სამინისტრო ამ ეტაპზე ლეძაძამე-ნოქალაქევის 7 კილომეტრიან გზას აგებს, რომლის დასრულება მომავალი წლის გაზაფხულისთის იგეგმება.
Print