რუბრიკები
სოზარ სუბარი ფოთში დევნილებს შეხვდა
ფოთში, ახალ რაიონში მდებარე 32 კორპუსი, სადაც დევნილები ცხოვრობენ, თბო და ჰიდროიზოლაციით შეიფუთება. დღეს ეს განცხადება იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრისას მინისტრმა სოზარ სუბარმა გააცნო. შეხვედრას ესწრებოდნენ ფოთის მაჟორიტარ დეპუტატი ეკა ბესელია, ქალაქის მერი ირაკლი კაკულია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია. როგორც სოზარ სუბარმა დევნილებს განუმარტა, მთავრობის გადაწყვეტილებით სამუშაოების შესასრულებლად 2 მილიონ 500 ათასი ლარი გამოიყო. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებს. ფოთში დევნილთათვის 32 კორპუსი 2011 წელს აშენდა, სადაც 1054 ოჯახი ცხოვრობს.
Print