რუბრიკები
გაკრიტიკებულ Facebook Messenger-ს ნახევარი მილიარდი ადამიანი იყენებს
Facebook -მა თავისი ბლოგის მეშვეობით განაცხადა, რომ მისი სერვისის, Facebook Messenger-ის აუდიტორია 500 მლნ-მდე გაიზარდა. წელს Facebook-მა მობილური ჩატი Facebook Messenger-ი ცალკე აპლიკაციად გამოყო. შედეგად მომხმარებლები იძულებული გახდნენ ეს აპლიკაცია ცალკე გადმოეწერათ, რაც არაერთი მათგანის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ნეგატიური რეაქციის მიუხედავად კი, 500 მლნ-ზე მეტი მომხმარებელი, თვეში მინიმუმ ერთხელ მაინც იყენებს Messenger-ს,- აღნიშნავენ Facebook-ში.
Print