რუბრიკები
ჰაიო მიაძაკიმ ამერიკული კინოაკადემიისგან ჯილდო მიიღო!
ამრიკულმა კინოაკადემიამ Governors Awards – ჯილდო კინოხელოვნების განვითარებაში – შაბათს , 8 ნოემბერს იაპონელ მულტიპლიკატორ ჰაიო მიაძაკის გადასცა. წელს ეს ჯილდო ასევე ფრანგ რეჟისორს ჟან-კლოდ კარერს, ირლანდიელ მსახიობს მარიონ ო’ჰარასა და ამერიკელ მსახიობსა და მომღერალს ჰარი ბელაფონტეს ერგო. Governors Awards-ის მეექვსე ცერემონია თეატრ The Ray Dolby Ballroom-ში შედგა. სტუმრებს შორის იყვნენ ბენედიქტ კამბერბეტიჩი, კირა ნაითლი, რიზ უიზერსპუნი, კევინ კოსტნერი, ტილდა სუინტონი, ჯენიფერ ენისტონი და სხვები. ჰაიო მიაძაკი – „სტუდია გიბლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. იგი ასევე მულტფილმების „გატაცებული მოჩვენებების მიერ“ , „მოსიარულე კოშკი“ და „მეფის ასული მონონოკე“ ავტორია.
Print