რუბრიკები
ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატორები" განცხადებას ავრცელებს
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატორები" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ: "ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატორები”, მიუხედავად კოალიციის დატოვებისა, ვითანამშრომლებთ უმრავლესობასთან ყველა იმ ძირითად საკითხზე, რაც დაკავშირებულია ქალაქის კეთილდღეობასთან. ჩვენ ერთგულნი ვართ იმ მიზნებისა და ამოცანების, რომლის მიღწევაც იყო დასახული 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, არ გადავუხვევთ იმ ძირითად ღირებულებებს, რის გამოც ამომრჩეველმა მოგვცა ნდობის მანდატი. მომავალში ფრაქცია იფუნქციონირებს იგივე შემადგენლობითა და ახალი სახელწოდებით. ლაშა ფარცვანია, ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატორების” თავმჯდომარე", - ნათქვამია განცხადებაში.
Print