რუბრიკები
ზუგდიდში 15 ნოემბერს დაგეგმილი აქციისთვის ემზადებიან
ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები თბილისში 15 ნოემბერს დაგეგმილი აქციისთვის  ემზადებიან. სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის თენგიზ გუნავას თქმით, მზადება მშვიდ ვითრებაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებს ადგილი არ ჰქონია. „ეს არ არის მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" აქცია. აქ ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებები. საკმაოდ სოლიდური რაოდენობით ვგეგმავთ გამგზავრებას“, - აღნიშნა თენგიზ გუნავამ. „ნაციონალური მოძრაობა" 15 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციას გამართავს. აქციის მიზანი იქნება როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ხმის მიწვდენა, რომ საქართველო  არასდროს შეეგუება აფხაზეთში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას.
Print