რუბრიკები
მეუფე გერასიმეს იდეითა და ლოცვა-კურთხევით "იდეების ბანკი ზუგდიდისათვის" შეიქმნა
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიას ინფორმაციით, "იდეების ბანკის" შექმნის იდეა მისი და  მეუფე გერასიმეს ერთ-ერთი შეხვედრის დროს გაჩნდა.  მისივე  განმარტებით, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება ქალაქ ზუგდიდის  განვითარებასთან დაკავშირებული იდეა, პროექტი თუ შენიშნვა ფეისბუკის გვერდზე განათავსონ. "მოუწოდებ ყველას ვისაც უყვარს თავი ქალაქი, გააჩნია მოსაზერბა და იდეა ქალაქის განვითარების, ჩაერთონ ამ პროექტში. მოგვაწოდონ იდეები თუ როგორ ხედავენ  ამა თუ იმ პრობლემის მოგვარების გზებს, რა სატკივარი აქვთ, ქალაქში, უბანში და ა.შ. ჩვენ მზად ვართ, რომ  განვიხილოთ ნებისმიერი წინადადება", - აღნიშნა მერაბ ქვარაიამ. ქალაქი ზუგდიდის საკრებულოს ცნობით, სპეციალური სამუშაო ჯგუფის მიერ განხილული და შერჩეული წინადადებები, რეკომენდაციის სახით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიეწოდება.  
Print